„საიდუმლო ბრძანებით ორთაჭალის ციხიდან ღამის 3 საათზე არაადამიანურ პირობებში გადამიყვანეს“

„ამბობენ, რომ წამების გამოძიება რთულია, რადგან ხშირად არ არსებობს მტკიცებულებები, მაგრამ რთული გამოსაძიებელია, ვინ გასცა საიდუმლო ბრძანება, რის მიხედვითაც ორთაჭალის ციხიდან ღამის 3 საათზე მეშვიდე საპყრობილეში არაადამიანურ პირობებში გადამიყვანეს? ამას სამოსანი გამომძიებელიც კი გაართმევს თავს“,- აღნიშნული განცხადება საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საფრანგეთიდან დაბრუნებულმა საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილმა თავმჯდომარემ სულხან მოლაშვილმა გააკეთა.
მოლაშვილის განცხადებით, საპყრობილეში, სადაც გადაიყვანეს, ელემენტარული პირობებიც კი არ იყო. მისი თქმით, იქ არათუ ელექტროენერგია არ იყო, სანთელი და ისეთი ელემენტარული საყოფაცხოვრებო ნივთები არ გააჩნდა, როგორიცაა: თეფში, ჭიქა, ხელსაბანი საპონი…
„სრული წყვდიადი იყო. როცა მეშვიდე საპყრობილეში გადამიყვანეს, არანაირი განათება, სანთელი და ასანთიც არ მქონდა. არ მქონდა ქაღალდის ნაგლეჯიც კი, არც ხელსაბანი საპონი, არც კბილის ჯაგრისი, არც თეფში, არც ჭიქა…. არანაირი საყოფაცხოვრებო აუცილებელი ნივთი არ გამაჩნდა. არ მახსოვს მაშინ ჩემი არადამიანურ პირობებში ყოფნა რომელიმე არასამთავრობოს გაეპროტესტებინოს და ამაზე ხმა ამოეღოთ. დღეს კი ეს არასამთავრობოები ერთ ამბავს ტეხავენ იმაზე, რომ მერაბიშვილს საკანში თურმე კომპიუტერი არ აქვს“,- განაცხადა სულხან მოლაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები