„ჩემი დაკავებისას „კაპეზეზე“ ბოკერია, ადეიშვილი და გრიგალაშვილი იმყოფებოდნენ. ისინი სიტუაციას აკონტროლებდნენ“

„უკანონო დაპატიმრების ბრძანებებს სააკაშვილი იძლეოდა, გიგა ბოკერია კი მათ აღსრულებას პირადად აკონტროლებდა“,- აღნიშნული განცხადება საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საფრანგეთიდან დაბრუნებულმა საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილმა თავმჯდომარემ სულხან მოლაშვილმა გააკეთა.
მოლაშვილმა მისი დაკავების დროც გაიხსენა. მისი თქმით, მისი დაკავებისას „კაპეზეზე“ გრიგალაშვილი, ბოკერია და ადეიშვილი იმყოფებოდნენ.
„მე არ ვიცი, რას ლაპარაკობდნენ, საუბრის შინაარსი ვერ გავიგე, მაგრამ ჩემი „კაპეზეზე“ მიყვანისას იქ უკვე იმყოფებოდნენ: ბოკერია ადეიშვილი და გრიგალაშვილი. უკანონო დაპატიმრებების ბრძანებებს მიხეილ სააკაშვილი პირადად იძლეოდა, მათ აღსრულებაზე ზედამხედველობას კი გიგა ბოკერია ახორციელებდა“, – განაცხადა სულხან მოლაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები