კინზინგერი: მოხარული ვიქნებოდი, უკრაინა და საქართველო ნატოს რიგებში მეხილა

მოხარული ვიქნებოდი, უკრაინა და საქართველო ნატოს რიგებში მეხილა, – ამის შესახებ ТСН-თან ინტერვიუში ამერიკელმა კონგრესმენმა, “უკრაინის თავისუფლების მხარდამჭერი აქტის” ავტორმა ადამ კინზინგერმა განაცხადა.
კონგრესმენი მიიჩნევს, რომ ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც აღნიშნულმა ქვეყნებმა თავად უნდა მიიღონ და ამის სრული უფლება აქვთ.
ამასთან, იგი მიესალმა უკრაინის გადაწყვეტილებას ბლოკგარეშე ქვეყნის სტატუსზე უარის თქმის შესახებ.
“ეს ხანგრძლივი და რთული პროცესია. პირველი და ყველაზე ფორმალური საკითხი, რომელზეც ყველა უნდა შეთანხმდეს, ეს არის უკრაინის უფლება, იყოს ერთიანი. ამას, პირველ რიგში, ყირიმის შესახებ ვამბობ. თუმცა საერთო ჯამში, უკრაინა ალიანსს ახალ სუნთქვას შესძენდა”, – განაცხადა ამერიკელმა კონგრესმენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები