„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით საყვარელიძე უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე ინიშნება
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით საყვარელიძე უკრაინის მოქალაქეობას მიიღებს, შემდეგ კი მაღალ თანამდებობას დაიკავებს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული სააგენტო ”უკრაინსკაია პრავდა” ავრცელებს.
ჯერჯერობით უცნობია, რა თანამდებობაზე დაინიშნება საყვარელიძე, თუმცა სააგენტო იუწყება, რომ საყვარელიძე საჯარო სამსახურში იმუშავებს. რაც შეეხება მოქალაქეობის საკითხს, უკრაინული რადას წევრი ვალერი პაცკანი, რომელიც მოქალაქეობის საკითხების კომისიის წევრია, ამბობს, რომ საყვარელიძესთან ერთად მოქალაქეობას გიზო უგულავაც მიიღებს.