ბესელიამ “ნაციონალები” ამხილა და “აგვისტოს ომში” პატრიარქის კონკრეტული ღვაწლი გაიხსენა

  • საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრთა მიერ გაკეთებულ განცხადებებს უღირსი საქციელი უწოდა და მათ 2008 წლის აგვისტოს ომი შეახსენა.
    როგორც ეკა ბესელიამ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გადაცემაში აღნიშნა, მას არ ახსენდება ის ფაქტი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე წევრს აგვისტოს ომის გამო, თუნდაც “ნახევრად ბოდიში” მოეხადოს.
    „როდესაც რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის დაბომბვა ხდებოდა, როდესაც მაშინდელი მთავარსარდალი გარბოდა ომში მონაწილე ჯარისკაცების თვალწინ და ეს კადრები მთელმა მსოფლიომ ნახა, მე არ მომისმენია ბოდიში მთავარსარდლის მხრიდან. არ მომისმენია ბოდიში, როდესაც 140 ქართული სოფელი დაიკარგა. არც მაშინ მომისმენია ბოდიში, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ სოხუმი არ ყოფილა საქართველოს შემადგენელი ნაწილი. არც მაშინ მომისმენია ბოდიში, როდესაც ომში მონაწილე გმირებს დაერივნენ, ვინც ცოცხლად გადარჩა ციხეში ჩაყარეს. ვინც გადარჩა ჯაშუშებად მონათლეს და ვინც სიცოცხლე შეწირა მიატოვეს ისე რომ მიწას არ მიაბარეს. საქართველოს პატრიარქი, რომ არ შესულიყო მაშინ, უამრავი ჯარისკაცი მიწას არ იყო მიბარებული. არც მაშინდელი თავდაცვის მინისტრის ბოდიში არ მომისმენია და არც მაშინ, როდესაც რუსეთის გენერალს დაასეირნებდნენ წინ და უკან“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები