მარგველაშვილი თავდაცვის სამინისტროსთან მიმართებაში ხალხს მეტი ლოიალურობისკენ მოუწოდებს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თავდაცვის სამინისტროს მიმართ აგორებული სკანდალის შემდეგ ხალხს მეტი ლოიალურობისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ არ არის ლამაზი, როდესაც ერთი ადამიანის წინააღმდეგ მთელი პოლიტიკური სპექტრი გამოდის.
“არ ვფიქრობ, რომ მე უნდა გავაკეთო განცხადებებზე რეაგირების კომენტირება, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან უსიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს, როდესაც მთელი პოლიტიკური სპექტრი და ქვეყანა ერთიანდება ერთი ადამიანის წინააღმდეგ. მე ვფიქრობ, უნდა მივცეთ შესაძლებლობა ადამიანებს, თავიანთი პოზიცია გამოხატონ, ცოტა უფრო მშვიდი რეაგირება უნდა გვქონდეს ასეთ თემებზე”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.