ელგუჯა ხოკრიშვილმა და ნილს სკოტმა საზოგადოებრივი კამპანია – “მე ვიცავ ოზონს” შეაჯამეს

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში ნილს სკოტმა, სასტურო “რედისონ ბლუ ივერიაში“, საზოგადოებრივი კამპანია – “მე ვიცავ ოზონს” შეაჯამეს.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, საყოფაცხოვრებო ტექნიკის ქსელური მაღაზიების (OK, “ტექნობუმი”, “ვესტელი” ) კონსულტანტებს პროფესიული ტრენინგი – გარემოსთვის უსაფრთხო სამაცივრე ტექნოლოგიების გასაცნობად ჩაუტარდათ.
მინისტრმა კონსულტანტებს სპეციალური სერტიფიკატები გადასცა.
ფართომასშტაბიანი კამპანია: “მე ვიცავ ოზონს” ხელს უწყობს მწვანე ტექნოლოგიების დამკვიდრებას საქართველოში. ასევე, მოსახლეობის ინფორმირებულობას იმ საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესახებ, რომელიც ოზონდამშლელ ნივთიერებებს არ იყენებს.
მიმდინარე წელს, კამპანიაში ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამაცივრე ტექნიკის სპეციალისტები იყვნენ ჩართულები. საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ახალგაზრდა გარემოსდამცველები, პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში, სატელევიზიო პროგრამებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობდნენ. კამპანია არასამთავრობო ორგანიზაციის “ეკოხედვა” მხარდაჭერით განხორციელდა.
შეხვედრაზე, 2015 წელს – “მე ვიცავ ოზონს” – კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზეც იმსჯელეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები