სანდრო კვიტაშვილმა უკრაინაში სამედიცინო დაზღვევის ამუშავება 2015 წლის ბოლოსთვის დააანონსა

უკრაინაში სამედიცინო დაზღვევა 2015 წლის ბოლოსკენ ამუშავდება. ამის შესახებ ტელეკომპანია „ინტერის“„პოდრობნოსტი ნედელიას“ ეთერში უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა განაცხადა. „ვფიქრობ, რომ 2015 წლის ბოლოს იმის წინაპირობა გვექნება, რომ ასეთი (სადაზღვევო) მედიცინა ავამუშაოთ“, – აღნიშნა კვიტაშვილმა.
მინისტრის თქმით, სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიის შექმნის აზრი ჯერჯერობით არ არის. ამ შემთხვევაში, კვიტასვილის აზრით, ყველა რისკი სახელმწიფო ბიუჯეტზე გადავა. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საავადმყოფოების დაფინანსება როგორც სახელმწიფოებრივი, ასევე კერძო და სადაზღვევო წყაროების მიერ უნდა ხდებოდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები