შსს მართვის მოწმობის აღების მსურველთათვის მორიგ განცხადებას ავრცელებს
იმ პირებს, რომელთაც 2014 წლის 1 ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე წარმატებით ჩააბარეს სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის თეორიული ნაწილი, პრაქტიკული გამოცდის ჩასაბარებლად, 30 კალენდარული დღის ნაცვლად, ვადა 60 კალენდარული დღე ექნებათ, – ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციითვე, ცვლილება სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მიღების მსურველთა მომატებული რაოდენობიდან გამომდინარე განხორციელდა, ვინაიდან მოქალაქეთა გარკვეულმა ნაწილმა ვერ შეძლო პრაქტიკული გამოცდების ჩაბარება განსაზღვრულ ვადებში.
პრაქტიკულ გამოცდებზე გასვლის მსურველებს, დღეების რაოდენობის გაზრდის მიუხედავად, უფლება აქვთ, ისარგებლონ არაუმეტეს 5 გასვლით. აღნიშნულში არ ჩაითვლება პრაქტიკულ გამოცდაზე ვადაზე ადრე დაშვების (ფასიანი გასვლის) შემთხვევები. გამოცდაზე უფასოდ გასვლის უფლების ამოწურვის შემდეგ მოქალაქეს ფასიანი გასვლის უფლებით სარგებლობა აღარ შეეძლებათ.
ამასთან, გაცნობებთ, რომ შეღავათები არ გავრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც 15 დეკემბრამდე უკვე ისარგებლეს გამოცდაზე 5 უფასო გასვლის უფლებით.