თურქეთი, აზერბაიჯანი და საქართველო სამმხრივ თანამშრომლობას აძლიერებენ
თურქეთი, აზერბაიჯანი და საქართველო სამმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას გეგმავენ. ამის შესახებ თურქეთის საგარეო სქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ტვიტერში განაცხადა.
მხარეები ისეთი პროექტების რეალიზების ფარგლებში ითანამშრომლებენ, როგორებიცაა „TANAP“-ი (ტრანსანატოლიური გაზსადენი) და ბაქო-თბილისი-ყარსი.
ცნობილია, რომ აზერბაიჯანის, თურქეთის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების მორიგი სამმხრივი შეხვდერა დღეს, ყარსში გაიმართება. პოლიტიკური საკითხების გარდა შეხვედრაზე ეკონომიკის და ენერგეტიკის სფეროების საკითხები განიხილება.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის, თურქეთის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი სამმხრივი შეხვდერა 2012 წლის ივნისში ჩატარდა.