თამარ ბერუჩაშვილი თურქეთში არარეზიდენტ ელჩებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა თურქეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოში აკრედიტებულ არარეზიდენტ ელჩებთან (რეზიდენციით ანკარაში) შეხვედრა გამართა.
შეხვედრა თურქეთში, საქართველოს საელჩოში გაიმართა და მას ოცამდე არარეზიდენტი ელჩი, ასევე თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი, ირაკლი კოპლატაძე და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი, ლევენთ გუვრუქჩუ ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მინისტრმა ელჩებს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ქვეყნის ევროინტეგრაციის დღის წესრიგზე ინფორმაცია მიაწოდეს. მინისტრმა ასევე ისაუბრა ბოლო პერიოდში ოკუპირებულ რეგიონებში განვითარებულ პროცესებზე და რუსეთის ფედერაციის ქმედებებზე.
თამარ ბერუჩაშვილმა მადლობა გადაუხადა სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატებს საერთაშორისო ფორუმებსა და ფორმატებში საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის და გამოთქვა ამ ქვეყნებთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების სურვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები