ირაკლი ალასანია: ბიძინა ივანიშვილი ჩემს საქმიანობაში არასდროს ჩარეულა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას განმარტებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მის საქმიანობაში არასოდეს ჩარეულა, – აღნიშნული განცხადება ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს გადაცემა „არჩევანში“ კითხვაზე პასუხად, გააკეთა. გაბუნია დაინტერესდა, ერეოდა თუ არა ბიძინა ივანიშვილი მის საქმიანობაში, როდესაც მას მინისტრთა კაბინეტში თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა.
„არა, არასოდეს არ ჩარეულა ჩემს საქმიანობაში ბიძინა ივანიშვილი. მაგრამ  ბუნებრივია, ვგრძნობდი იმ განწყობას, იმ გადაწყვეტილებების გატანა-არგატანის შემთხვევას თვითონ პრემიერ -მინისტრისგან, როდესაც პრემიერ- მინისტრს უშუალოდ ჰქონდა კონსულტაციები მასთან. მასთან უშუალოდ კონსულტაციები მე არასოდეს არ მქონია”, – აღნიშნა ირაკლი ალასანიამ გადაცემაში „არჩევანი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები