ირაკლი ღარიბაშვილი: არც ერთი მინისტრის შეცვლას არ ვაპირებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამ ეტაპზე არც ერთი მინისტრის შეცვლას არ აპირებს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის ცვლილებები, რომელიც განხორციელდა, ამ ეტაპისთვის დასრულებულია.
მისივე თქმით, აბსოლუტურად გაუგებარი აჟიოტაჟი შეიქმნა საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო დღეებში განხორციელდა.
„გიდასტურებთ, არ ვაპირებ არც ერთი მინისტრის შეცვლას. მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ არც ერთი მინისტრი არ დატოვებს თავის ადგილს. მთავრობაში არ იგეგმება არანაირი ცვლილება. შიდა გადაადგილებებიც დავასრულეთ. შეიძლება ერთი-ორი გადაადგილება უწყებებს შიგნით იყოს, ეს ჩემი საქმე არ არის და ეს მინისტრების პრეროგატივაა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები