დავით ნარმანია ოფიციალური ვიზიტით ირლანდიაში გაემგზავრა

თბილისის მერი დავით ნარმანია ოფიციალური ვიზიტით ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში გაემგზავრა.
ვიზიტის მიზანი ორ ქალაქს შორის კონტაქტების გაღრმავება და სამომავლო ურთიერთობის განვითარებაა.
ვიზიტის ფარგლებში დავით ნარმანია დუბლინის მერს შეხვდება, ასევე ქალაქებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება იგეგმება.
„გავეცნობით მუნიციპალური მართვის გამოცდილებას საცობების მართვასთან დაკავშირებით, სახანძრო უსაფრთხოების და სხვა იმ საკითხებზე, რაც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქალაქისთვის. ხაზგასასმელია ის, რომ დუბლინს გააჩნია ძალიან მდიდარი გამოცდილება ასევე რეკრეაციული განვითარების და ეკოლოგიური მართვის თვალსაზრისით“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
დედაქალაქის მერის ვიზიტი 11 დეკემბერს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები