პრეზიდენტი: საქართველოში ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში სახარბიელოდ არ გამოიყურება

საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში ქალთა მონაწილეობა არ გამოიყურება სახარბიელოდ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ნამდვილად ვართ ევროპული კულტურის ქვეყანა – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში”, NDI-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე “გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ქალების მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში მნიშვნელოვანია, რადგან ეს რეალურად ქვეყნის ეფექტური განვითარების, ქვეყნის დემოკრატიული და სტაბილური განვითარების წინაპირობაა.
“მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ ის პრობლემატიკა, რაზეც დღეს შევიკრიბეთ, პირადად ჩემთვისაც უაღრესად მნიშვნელოვანია, გამომდინარე ბევრი ფაქტორისგან. არსებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში არ გამოიყურება სახარბიელოდ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ნამდვილად ვართ ევროპული კულტურის ქვეყანა. ნამადვილად ვართ თანამედროვე და სოციალური პროცესების ქვეყანა, ნამდვილად ვართ კონსოლიდირებული დემოკრატია, ამავე დროს ნათლად ჩანს, რომ სტატისტიკური მონაცემებით ვართ ძალიან უკან, როცა მსოფლიოს 150 ქვეყანას შორის 115-ე ადგილი გიკავია, ეს სერიოზულ კითხვებს ბადებს. ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა არა მხოლოდ ამ შედეგის გამოსწორების თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, არამედ ჩვენი ქვეყნის ეფექტური და დემოკრატიული განვითარების კუთხითაც. ქალების მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში არის მნიშვნელოვანი, რადგან ეს არის რეალურად ქვეყნის ეფექტური განვითარების, ქვეყნის დემოკრატიული და სტაბილური განვითარების წინაპირობა”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები