პაატა ზაქარეიშვილი: სააკაშვილს რუსებმა კარგად „აყლაპეს“
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეცდომის ბრალია.
მისი თქმით, სააკაშვილი რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მოტყუებული აღმოჩნდა, რითაც მან აფხაზებს და ოსებს წარმატებას მიაღწევინა.
„სააკაშვილს კარგად აყლაპეს რუსებმა. ჟენევაში შეიტყუეს, თითქოსდა რუსეთ-საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთობებისთვის, თუმცა იქ დაუსვეს უკვე ე.წ. აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. უკან დახევა გვიანი იყო და ერთადერთი, რისი გამოსწორებაც იმდროინდელმა ხელისუფლებამ მოხერხა ისაა, რომ სტატუსი არ მიანიჭა. დღეს ყევლა ჟენევაშია, როგორც ფორმატის მონაწილე“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა „მოამბის“ ეთერში.