პარლამენტი მოქალაქეებს სხვა ქვეყნების ტერორისტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას შეუზღუდავს
მას შემდეგ, რაც სირიაში რიგით მერვე საქართველოს მოქალაქე მოკლეს, პარლამენტმა ახალი კანონპროექტის განხილვა დაიწყო იმისთის, რომ შეწყდეს საქართველოს მოქალაქეების სირიაში წასვლა და იქ ტერორისტულ ორგანიზაციებში საქმიანობა. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, პირი, რომელიც ტერორისტულ დაჯგუფებებში სხვა ქვეყანაში იბრძოლებს, დაისჯება.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში სირიაში 8 ქართველი დაიღუპა. ბოლო გარდაცვლილის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა.