“არ ყოფილა არც ერთი ფაქტი რომ ქართველმა ოფიცრებმა დატოვეს ქვეყანა და სხვა ქვეყანაში დაიწყეს სამსახური“
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, მინდია ჯანელიძის განცახდებით, ქართულ შეაიარაღებულ ძალებში არ ყოფილა არც ერთი ფაქტი იმისა, რომ ქართველმა ოფიცრებმა დატოვეს ქვეყანა და სხვა ქვეყნის შეარაღებულ ძალებში დაიწყეს სამსახური.
“ქართველი ოფიცრები ჩვენი შეიარაღებული ძალების შენადგენლობაში მსახურობენ, ისინი აგრძელებენ სამსახურს, იცავენ ქვეყანას. ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ფაქტს, როდესაც ჩვენი შეაიარაღებული ძალების ოფიცერმა სამსახური დატოვა და სხვა ქვეყანაში გაემგზავრა “, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, ქართველ ოფიცრებს, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში იმსახურებენ, უკრაინის მოქალაქეობას ჰპირდებიან.
სააკაშვილის თქმით, ჯარისკაცებს სხვა გამოსავალი არ რჩებათ, გარდა იმისა, რომ წავიდნენ და იმსახურონ მეგობრულ უკრაინაში, რომელიც იბრძვის იმ ომში, რაც საქართველოს მტრებთან ომია.