“რადიკალურ, ოპოზიციურ საკომუნიკაციო არხებს არაფერი კავშირი არ აქვს ობიექტურ სინამდვილესა და ინფორმაციასთან” – რატი იონათამიშვილი
“რადიკალურ, ოპოზიციურ საკომუნიკაციო არხებს არაფერი კავშირი არ აქვს ობიექტურ სინამდვილესა და ინფორმაციასთან”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
“ეს არის პირდაპირ ცრუ პროპაგანდის მანქანები, რომლებიც მხოლოდ დეზინფორმაციით ცდილობენ ფონს გასვლას. ამით ცდილობენ, რომ მოატყუონ ჩვენი საზოგადოება, მაგრამ მაინც არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ. ამიტომ, რაც უფრო ბინძურ დეზინფორმაციას იკადრებენ, მით უფრო ბუმერანგივით დაუბრუნდებათ ეს ყველაფერი საკუთარ რეიტინგებზე”, – აღნიშნა იონათამიშვილმა.