საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 109 კვალიფიციური სერჟანტი შეემატა (ვიდეო)

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში ორი სასწავლო კურსი დასრულდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ძირითადი სასწავლო – ათეულის მეთაურისა და ოცეულის სერჟანტის – შუალედური კურსების დასრულების საზეიმო ცერემონიალი დაბა კოჯორში, სერჟანტთა მომზადების ცენტრის ტერიტორიაზე გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, გოჩა რატიანი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი, ვახტანგ კაპანაძე, გენერალური შტაბისა და შეიარაღებული ძალების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=D7JHaLcHN-E” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები