“ქართული ოცნების” დელეგაცია ევროკავშირის ქვეყნებში ვიზიტს იწყებს

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” დელეგაცია ხვალიდან ევროკავშირის ქვეყნებში ვიზიტს იწყებს. “ქართული ოცნების“ ცნობით, პარტიის საერთაშორისო მდივანი კახა კოხრეიძე და დეპუტატი თამარ კორძაია ხვალ ამსტერდამში “დემოკრატიისა და სოლიდარობის ევროპული ფორუმის” წარმომადგენლებს, მათ შორის, გენერალურ მდივან არიენ ბერქვანსს შეხვდებიან.
3 დეკემბერს, ბრიუსელში შეხვედრები ევროპარლამენტში გაიმართება. პარტიის წარმომადგენლები ევროპარლამენტარებს – კატი პირსა და კლარ მუდსს, ასევე სოციალ-დემოკრატთა სამდივნოს წევრებს შეხვდებიან. 4 დეკემბერს კი, ლისაბონში დელეგაციას ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გია ვოლსკი და პარტიის პოლიტიკისა და ანალიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დიმიტრი ცქიტიშვილი შეუერთდებიან. დელეგაციის წარმომადგენლები ორი დღის განმავლობაში პროგრესული ალიანსის კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ევროპული ქვეყნის წარმომადგენლებთან. პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ევროკავშირის ქვეყნებში ვიზიტი 6 დეკემბერს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები