პოროშენკო უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ალექსანდრე კვიტაშვილს წარადგენს
პეტრე პოროშენკოს ბლოკი ფინანსთა, ჯანდაცვის და ეკოლოგიის მინისტრების პოსტებზე უცხოელების დანიშვნის წინადადებით გამოდის. ამის შესახებ LB.ua იუწყება.
სააგენტოს ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის ფრაქცია ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე საქართველოს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის უწყების ყოფილ ხელმძღვანელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილ რექტორს ალექსანდრე კვიტაშვილს წარადგენს.
გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლების პერსონალური შემადგენლობის არჩევა უზენაეს რადაში ხვალ, 2 დეკემბერს ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ 27 ნოემბერს პრემიერ-მინისტრად კვლავ არსენი იაცენიუკი აირჩიეს.