ეკატერინე ზღულაძის რეფორმები და მისთვის პრეზიდენტად დარჩენილი სააკაშვილი (ვიდეო)

„ქართული სასწაულის“ ავტორების რჩევები უკრაინას. საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ეკატერინე ზღულაძე გადაცემა „შუსტერ ლაივის“ ეთერში გამოვიდა. ზღულაძემ საზოგადოებას „საქართველოს სასწაულზე“ – 2005-2008 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ რეფორმებზე უამბო. მან გაიხსენა 2003 წლის ვითარება საქართველოში, როდესაც ქვეყანა ვერ აკონტროლებდა საზღვრებს, ბიუჯეტი ცარიელი იყო, ხალხს დენი და წყალი გრაფიკით მიეწოდებოდა.
„საქართველოში არსებობდა ენთუზიაზმი, სურვილი და მთავრობის ამბიცია, რომ ამ ყველაფრის გამოსწორება შესაძლებელია“, – აღნიშნა ზღულაძემ.
მისივე თქმით, როდესაც არსებობს პოლიტიკური ნება, ის უნდა გამოიყენო.
„საქართველოში ჩვენ გადავწყვიტეთ რამდენიმე მიმართულებით ერთდროულად გვემოქმედა. ეს უნიკალურია. არც ერთ ქვეყანაში კომპლექსურად, მულტიფრონტალურად ამდენი რეფორმა ასეთ მოკლე დროში არ ჩატარებულა. როდესაც გვაქვს ამბიცია, ავაშენოთ ქვეყანა კორუფციის გარეშე, უნდა დავამსხვრიოთ კორუფციის სიმბოლოები. პოლიციის რეფორმა ძალზედ მნიშვნელოვანი იყო. სისტემური რეფორმები ყველა სამინისტროში პარალელურად ტარდებოდა. პოლიციის პროექტი მნიშვნელოვანი იყო, რადგან შედეგად ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლებოდა. მნიშვნელოვანი იყო კრიმინალური ავტორიტეტებისგან გათავისუფლება. ისინი სახელმწიფო ხელისუფლების გაგრძელებას წარმოადგენდნენ. ჩვენ ეს პრობლემა პირამიდას შევადარეთ: კრიმინალური ავტორიტეტები – მეფე, შემდეგ – ფინანსები და უფრო ქვემოთ – ადამიანური რესურსები. მოვაშორეთ ადამიანური რესურსები და ფინანსები, მეფე დარჩა მარტო – შიშველი, და არცთუ ისე საშიში“, – განაცხადა ზღულაძემ.
საინტერესოა, რომ ეკა ზღულაძე სიტყვით გამოსვლისას ხშირად მიმართავდა იქვე მჯდომ მიხეილ სააკაშვილს და მას „ბატონ პრეზიდენტს“ უწოდებდა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=xvs2cD0kFEM” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები