კიევის ხუნტა დონბასში „ქართულ ლეგიონს“ აგზავნის

კიევის ხუნტა დონბასში ქართველ დაქირავებულ სამხედროებს აგზავნის, -ამის შესახებ სააგენტო VOENKOR.INFO იუწყება.

„ქართველი დაქირავებული სამხედროები ცალკეულ ქვედანაყოფს შექმნიან და დონბასის სადამსჯელო ოპერაციაში  მიიღებენ მონაწილეობას. ამ დროისთვის საქართველოში ქართველი, ამერიკელი და ისრაელის სპეცსამსახურების მონაწილეობით „ქართული ლეგიონის“ ფორმირება ხდება (ასე ერქვა ქართველების ფორმირებას ჰიტლერის არმიის შემადგენლობაში)“, – ნათქვამია განცხადებაში. გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ ქვედანაყოფში ის ქართველი ოფიცრები შევლენ, რომლებიც ფორმალურად „სათადარიგო შემადგენლობაში არიან“, ან „შვებულებაში იმყოფებიან“.

სწავლების, დაქირავებული სამხედროების გაგზავნის ორგანიზებას და კანდიდატების შერჩევას ქართული დაზვერვის ექსხელმძღვანელი, პოდპოლკოვნიკი ირაკლი ქურასბედიანი ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები