“გოგორიშვილმა, ამ, მართლაც, მოსიარულე ლეშმა წმინდა მდინარე იორდანეში თევზები გაწყვიტა”!
ყოფილი პატიმარი ლალი ანთია პარლამენტში დეპუტატების: ეკა ბესელიასა და ხათუნა გოგორიშვილს შორის მომხდარ ინციდენტს გაზეთ „ასავალ-დასავალიდან“ ეხმაურება. ყოფილი პრემიერ-მინისტრის მეგობარი ლალი ანთია საპარლამენტო უმცირესობის წევრს ხათუნა გოგორიშვილს კორუფციაში ამხელს.
„იცით, რის გამო ვარ გაოგნებული? ეს ნაძირალა ხათუნა გოგორიშვილი რომ გამოეთრა ტელევიზიით და ეკა ბესელიას ეძახა – კორუმპირებული ხარო! შევარდნაძისა და სააკაშვილის ხელისუფლებაში, სადაც კი კორუფცია იყო, ყველგან გოგორიშვილი ეგდო და მაგას როგორ ალაპარაკებენ? რა ხანიც გოგორიშვილი კორუფციასა და არჩევნების გაყალბებაშია ჩამპალი, იმდენი წლის ეკა ბესელია საერთოდ არ არის და ეგ ხმას როგორ იღებს?! როცა ოჯახში მტერი გყავს, ის ოჯახი ინგრევა და იქ ვერც ბავშვები იზრდებიან ნორმალურები… ხათუნა გოგორიშვილი, მკვლელი ბარამიძე, ბრუციანი ბოკერია, აფერისტი მიშა მაჭავარიანი და მისთანები საქართველოს დაუძინებელი მტრები არიან, რომლებიც ახლა პარლამენტში გადავიდნენ ბრახუნზე. მირჩევნია, მკვდარი ვიყო და ამას ვუყურებდე. რუსი კი არა, ესენი არიან ჩვენი მტრები“, – აცხადებს ლალი ანთია.
იგი დეპუტატ ხათუნა გოგორიშვილის დასჯას ითხოვს.
„ ხათუნა გოგორიშვილს ნაქურდალი, ნაპარავი და ნაოხრალი – ყველაფერი რომ შეარჩინეს და აპატიეს, იმიტომ უბრახუნებს პარლამენტში და იმიტომ დაეთრევა აქეთ-იქით ბრილიანტებასხმული, თორემ მახსოვს, გოგორიშვილი დახეული „ბოტასებით“… ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს, თორემ ხათუნა გოგორიშვილს მე გადავპარსავდი თავს და გავუშვებდი ციხეში. გოგორიშვილმა, ამ, მართლაც, მოსიარულე ლეშმა წმინდა მდინარე იორდანეში თევზები გაწყვიტა! იცით, ალბათ, ეგ რომ ჩავიდა იორდანეში განსაბანად, მდინარეში თევზები გაწყდა და ერთი ამბავი იყო ატეხილი“, – აცხადებს ლალი ანთია გაზეთ „ასავალ- დასავალთან“ ინტერვიუში.