საფრანგეთში 10 ქართველის დაკავების თაობაზე საელჩოში შეტყობინება არ შესულა

საფრანგეთში ჯგუფურად ძარცვის გამო 10 ქართველის დაკავების შესახებ საქართველოს საელჩოში შეტყობინება არ შესულა, – ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, სააფრანგეთში ძარცვაში ეჭვმიტანილი 10 ქართველი პარიზის სხვადასხვა რაიონში დააპატიმრეს. როგორც ფრანგული მედია წერს, დაჯგუფება საფრანგეთის გარდა ევროპის სხვა ქვეყნებშიც მოქმედებდა, მათ შორის შვეიცარიაში, გერმანიასა და ჰოლანდიაში. დაკავებულთაგან რამდენიმე ქურდული სამყაროს წევრია.
დანაშაულებრივ დაჯგუფებაში ქართველების გარდა რუსები, მოლდოველები, სომხები, უკრაინელები და ჩეჩნებიც არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები