პრეზიდენტის მრჩეველი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.
როგორც “კვირას“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრისას საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების მოქალაქეობის საკითხები განიხილეს. სალომე ზურაბიშვილის აზრით, სხვა ქვეყნის მოქალაქეობა არ არის მიზეზი იმისა, რომ ადამიანს ავტომატურად გაუუქმდეს საკუთარი ქვეყნის (საქართველოს) მოქალაქეობა, თუ ეს რომელიმე სხვა ქვეყნის კანონმდებლობით არ იზღუდება.
ასევე აღინიშნა, რომ ქვეყანას არ ჰყავს დასაკარგი მოქალაქეები და იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად უცხოეთში ცხოვრობენ, მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა კუთვნილების მიუხედავად, უნდა აღუდგეთ საქართველოს მოქალაქეობა.