გიორგი კანდელაკი: საგარეო უწყება რატომ არ ავალებს მისიას გაეროს უშიშროების საბჭოს მოწვევას

აუცილებელია საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთოს განმარტება რატომ არ ავალებს მისიას გაეროს უშიშროების საბჭოს მოწვევას – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა.
როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, საგარეო საქმეთა სამინისტროს გაეროსთან საქართველოს მისიისთვის უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა ჯერაც არ დაუვალებია.
,,ჩვენი ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მაშინ როცა მიმდინარეობს აფხაზეთის ანექსია, დაპირების მიუხედავად ჯერაც არ დაუვალებია გაეროში საქართველოს მისიისთვის გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოსაწვევად შესაბამისი პროცედურების დაწყება. დღეის მდგომარეობით ასეთი დავალება თბილისიდან წასული არ არის. აუცილებელია საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთოს განმარტება რატომ არ ავალებს მისიას გაეროს უშიშროების საბჭოს მოწვევას”, განაცხადა კანდელაკმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები