საგარეო უწყება საფრანგეთსა და საბერძნეთში ქართველების დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ამოწმებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთში 10 ქართველისა და საბერძნეთში 5 ქართველის დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ამოწმებს. როგორც „კვირას“ უწყებაში განუცხადეს, ინფორმაციას შესაბამის საკონსულოებში გადაამოწმებენ.
სააფრანგეთში ძარცვაში ეჭვმიტანილი 10 ქართველი პარიზის სხვადასხვა რაიონში დააპატიმრეს. როგორც ფრანგული მედია წერს, დაჯგუფება საფრანგეთის გარდა ევროპის სხვა ქვეყნებშიც მოქმედებდა.
რაც შეეხება საბერძნეთში დაკავებულებს, ქალაქ ჰალკიდიკში, 58 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით 5 ქართველი, მათ შორის ერთი ქალი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები