“თავს გაგიხეთქავ” – მოჭიდავეები სოსო ჯაჭვლიანს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)
“თავს გაგიხეთქავთ”, – ასე მიმართეს მოჭიდავეებმა დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანს, რომელიც ფალავანთა კლუბის პრეზიდიუმის სხდომაზე სიტყვით გამოდიოდა. მოჭიდავეებმა დეპუტატს გამოსვლა არ მოუწონეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ფალავანთა გაღიზიანება ჯაჭვლიანის გამოსვლამ გამოიწვია, სადაც მან განაცხადა, რომ პროცესი, რომელიც ფედერაციაში მიმდინარეობდა, არ იყო მორალის ფარგლებში.
“არანაირი წესი არ მაინტერესებს მე, მთავარია, მორალი იყოს, ამ პროცესში კი მე მორალის ნიშნები ვერ დავინახე”, – განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა. სწორედ ეს განცხადება გახდა ხმაურის მიზეზი.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=lbHEzKMpSAI” width=”560″ height=”315″]