რკინიგზასა და პროფკავშირებს შორის მედიატორი ჯანდაცვის სამინისტრო იქნება
საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობასა და ახალ პროფკავშირებს შორის მოლაპარაკებებში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლი ერთვება. ახალი პროფკავშირების ხელმძღვანელის, ვიტალი გიორგაძის განცხადებით, წუხანდელი მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმების შესაძლებლობა უფრო რეალური გახდა.
ვიტალი გიორგაძე იმედოვნებს, რომ გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა ორივე მხარეს მოუწევს და გაფიცვა ორივე მხარისთვის დამაკმაყოფილებელი შედეგებით დასრულდება.
„საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელობასა და ახალი პროფკავშირების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებებში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ქეთევან ირემაშვილი მონაწილეობს.
“საქართველოს რკინიგზის” თანამშრომელთა ნაწილი გასული კვირიდან ანაზღაურებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოითხოვნით გაფიცულია.