რა ვითარებაა გუდაური-კობის მონაკვეთზე

გუდაური-კობის მონაკვეთზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა) -კობის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
„ზვავსაშიშროების გამო, გუდაური (ფოსტა) -კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება შეუჩერებლად გავლის რეჟიმში მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში ცალმხრივი იქნება. მათივე ინფორმაციით, ამავე გზის, კმ134-კმ135 მონაკვეთზე (დარიალის ხეობა) ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება. აღნიშნული რეჟიმებით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით მოხდება. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები