მინდია ჯანელიძის პირველი მოადგილე გოჩა რატიანი იქნება

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ თავდაცვის უწყების სამოქალაქო ოფისისა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელ პირებს მოადგილეები წარუდგინა.
სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის პირველი მოდგილის თანამდებობა გოჩა რატიანმა დაიკავა. მისი მუშაობის ძირითადი მიმართულება თავდაცვის სამინისტროში გასატარებელი რეფორმებია, რაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლის ამაღლებას გულისხმობს.
2012 წლიდან გოჩა რატიანს შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა. 2008-2011 წლებში მუშაობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების J-2 დაზვერვის დეპარტამენტის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის უფროსად. სხვადასხვა დროს დაკავებული ჰქონდა ხელმძღვანელი თანამდებობები უშიშროებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებში, ასევე საგარეო დაზვერვის სამსახურში.
ლევან ღირსიაშვილი თავდაცვის უწყებას საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით გაუწევს კოორდინირებას. ლევან ღირსიაშვილს 2014 წლიდან სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში საგარეო უსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა; მუშაობდა ასევე, საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში. ლევან ღირსიაშვილი სხვადასხვა მედიასაშუალებაში წამყვან თანამდებობებზეც მუშაობდა როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები