ვახტანგ კაპანაძე სომეხ კოლეგას შეხვდა
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს სომეხმა კოლეგამ, გენერალ-პოლკოვნიკმა იური ხაჩატუროვმა უმასპინძლა. მიღების ოფიციალური ცერემონიალი სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროში გაიმართა.