ჟურნალისტები: თეა სიჭინავა, ეკა მიშველაძე და ნინო თოლორდავა შესაძლოა დაჯარიმდნენ

„ჯეოსელის“ ახალ რეკლამაში მონაწილე ჟურნალისტები: თეა სიჭინავა, ეკა მიშველაძე, ნინო თოლორდავა და ეკა ვეფხვაძე შესაძლოა, კანონის დარღვების გამო დააჯარიმონ.
მაუწყებლის შესახებ კანონის 63-ე მუხლის თანახმად, იკრძალება ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და წინასაარჩევნო დებატების პროგრამის წამყვანის ან ჟურნალისტის ნებისმიერი სახით მონაწილეობა რეკლამაში ან ტელეშოპინგში.
როგორც ჟურნალისტები აცხადებენ, “ჯეოსელის“ რეკლამაში აბსოლუტურად უსასყიდლოდ მიიღეს მონაწილეობა.
“არაფერი არ გადაუხდიათ, უბრალოდ, მეგობრების თხოვნა იყო, რომ დავმსხდარიყავით იმ სივრცეში. არანაირი ანაზღაურება არ მიგვიღია“, -აცხადებენ ჟურნალისტები.
მომხდართან დაკავშირებით „კვირის ქრონიკა“ “ჯეოსელის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსაც დაუკავშირდა, თუმცა მათ კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს. წყარო: “კვირის ქრონიკა“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები