ბაგრამის საავიაციო ბაზაზე სამხედროებმა გიორგობის დღესასწაული აღნიშნეს

  • ISAF-ის მისიაში მონაწილე V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის სამხედროებმა გიორგობის დღესასწაული აღნიშნეს.
    სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ბატალიონის კაპელანმა, დეკანოზმა გიორგი გაბლიშვილმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართულ სალოცავში აღავლინა.
    თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველმა სამხედროებმა რელიგიურ დღესასწაულთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის სპორტული შეჯიბრებაც გამართეს. გამარჯვებული ჯარისკაცები სიმბოლური საჩუქრებითა და სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
    51-ე ბატალიონი პირველი ქართული ქვედანაყოფია, რომელიც ბაგრამის საავიაციო ბაზაზე საერთაშორისო მისიას ISAF-ის დასკვნით ფაზაზე ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები