"საკუთარი ხალხის წინააღმდეგ იარაღის გამოყენება არცერთ ხელისუფლებას არ შერჩება"

  საკუთარი ხალხის წინააღმდეგ იარაღის გამოყენება არცერთ ხელისუფლებას არ შეშვენის და არცერთ ხელისუფლებას არ შერჩება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უკრაინაში მიმდინარე პოცესების კომენტირებისას განაცხადა. მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იუანუკოვიჩს შეწყვიტოს ძალადობა.
“უკრაინაში მოვლენები ყოველ საათში ვითარდება ტრაგიკულად. ჩვენ ვართ სრულიად შოკირებული იმ კადრებით, რაც დღეს ყველამ ერთად ვიხილეთ. საკუთარი ხალხის წინააღმდეგ იარაღის გამოყენება არცერთ ხელისუფლებას არ შეშვენის და არცერთ ხელისუფლებას არ შერჩება. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ თუ იქნება ძალიან მკვეთრი პოლიტიკური ნაბიჯები პრეზიდენტ იანუკოვიჩის მხრიდან, თუ ის გამოავლენს პოლიტიკურ ნებას, რომ შეწყდეს სისხლისღვრა, კიდევ არის შანსი, რომ უკრაინაში მოხდეს დიალოგის განახლება და ვითარება შეიარაღებული დაპირისპირებიდან გადავიდეს პოლიტიკურ კონტექსტში. მე იმედი მაქვს, რომ მსოფლიო ლიდერების მოწოდების კვალდაკვალ, უკრაინის უმაღლესი ხელისუფალი გადადგამს პოლიტიკურ ნაბიჯებს და თავის ქვეყანას ააშორებს ძალიან მძიმე და ძალიან მტკივნეულ დაპირისპირებას”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები