თავდაცვის მინისტრი გიორგი ანწუხელიძის დედის დაკრძალვას დაესწრო – ვიდეო
საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დედა ლილი ანწუხელიძე დღეს ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში დაკრძალეს.
დაკრძალვის ცერემონიას თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე და პარლამენტის დეპუტატები დაესწრნენ.
გიორგი ანწუხელიძის დედა გულის შეტევით გარდაიცვალა. დაკრძალვის ხარჯები საქართველოს თავდაცის სამინისტრომ დაფარა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=YmmxttwzI0M&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]