პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა ხვალ, 14.00 საათზე დაიწყება

 საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა ხვალ, 14.00 საათზე დაიწყება. ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
“დღეს შედგა საბოლოო კონსულტაცია უმრავლესობასა და უმცირესობას შორის ფორმატთან დაკავშირებით. ფრაქციები შეჯერდნენ, რომ პრეზიდენტის გამოსვლვის შემდეგ გამოცხადდება შესვნება, რომელსაც შემდეგ ფრაქციების გამოსვლით განვაახლებთ, ამასთან ერთად უმცირესობა – უმრავლესობას ექნება 45 წუთი გამოსვლისთვის, რომლის შემდეგ სხდომა გაგრძელდება პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლით. ასე დავასრულებთ პარლამენტში პოლიტიკურ დებატებს. ეს არის ის გეგმა, რომელზეც პარლამენტის რეგლამენტიდან გამომდინარე შევჯერდით”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები