ერთი ტონა "ჰეროინის" გადაზიდვის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს

  ერთი ტონა “ჰეროინის” გადაზიდვის გამო დაკავებულია საქართველოს მოქალაქე, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ. სატვირთო ავტომანქანა, რომელიც, სააგენტო “ვესტის” ცნობით, ირანიდან საქართველოში მოემართებოდა, სომხეთის სასაზღვრო – გამშვებ პუნქტთან დააკავეს. სამართალდამცველებმა სატვირთო ავტომობილიდან ძარაზე დამალული 927 კილოგრამი “ჰეროინი” ამოიღეს. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, რეგიონში ეს ნარკოტიკული ნივთიერების ყველაზე დიდი პარტიის გადატანის შემთხვევაა. ნივთიერება ირანიდან მოჰქონდათ. დაკავებულია სატვირთოს მძღოლი, რომელსაც საქართველოს მოქალაქის პასპორტი აღმოაჩნდა. ცნობილია, რომ ის საქართველოს მოქალაქეა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები