არასამთავრობოები საარჩევნო ბარიერის 50%-მდე გაზრდას მიესალმებიან

  თვითმმართველობის არჩევნებში თანამდებობის პირის ასარჩევად ბარიერის 50%-მდე გაზრდას არასამთავრობო ორგანიზაციები მიესალმებიან,- ამ საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები: “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
“მმართველი ძალის თავდაპირველი გადაწყვეტილებით თვითმმართველი ქალაქის მერების არჩევნებისთვის 40%-იანი, ხოლო გამგებლების არჩევნებისთვის 33%-იანი ბარიერი წესდებოდა, რასაც ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციები არ ვიზიარებდით და ყველა არჩევითი თანამდებობის პირისთვის (გამგებლები/მერები) 50%-იანი ბარიერის დაწესებას ვითხოვდით. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ბარიერის 50%-მდე გაზრდა მისასალმებელი ცვლილებაა, რაც გააძლიერებს პირდაპირ არჩეული თანამდებობის პირების ლეგიტიმაციის ხარისხს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ჩვენ მიერ შემუშავებული რეკომენდაციები გაცილებით უფრო კომპლექსური ხასიათისაა და საარჩევნო სისტემის სრულად გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. მიგვაჩნია, რომ კვლავ პრობლემატურად რჩება საარჩევნო სისტემა საკრებულოს არჩევნებისთვის, რაც ვერ უზრუნველყობს ერთი ხმის თანასწორობის პრინციპსა და ამომრჩევლის მიერ გამოხატული ნების პროპორციულად გარდასახვას მანდატებში”, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები