ეკა ბესელია: აქციით “ნაციონალები” იმის დემონსტრირებას ახდენენ, რომ “ცოცხლობენ”
“ნაციონალური მოძრაობის” აქციას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გამოეხმაურა.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას მან განაცხადა, “ნაციონალური მოძრაობისთვის” ეს არის უბრალოდ იმის დემონსტრირება, რომ ისინი ცოცხლობენ.
„მე დარწმუნებული ვარ, ეს არის პარტიული ღონისძიება და “ნაციონალური მოძრაობისთვის” ეს არის დემონსტრირება იმისა რომ ისინი ცოცხლობენ”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.