ვოლსკი 15 ნოემბრის აქციას ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი 15 ნოემბერს დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა. როგორც მან, პარლამენტში პლენარულ სხომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, 15 ნოემბერს ანტისახელისუფლებო გამოსვლები იგეგმება. „15 ნოემბერს არის ანტისახელისუფლებო გამოსვლები, რომლებიც გულისხმობს არეულობების შემოტანას და მორყევას სახელმწიფო ინსტიტუტებისა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი მხარდამჭერები აქციას „არა ანექსიას“ გამართავენ.