აკაკი ბობოხიძე: 15 ნოემბრის აქციის პარალელურად რეგიონებში “კომუნისტური შაბათობები” გამოცხადდა

მაშინ, როდესაც თბილისში “ნაციონალური მოძრაობის” მშვიდობიანი აქციაა დაგეგმილი, რეგიონებში გამგებლებმა 15 ნოემბერს “შაბათობების” ჩაატარება გადაწყვიტეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა წევრმა აკაკი ბობოხიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხდა. ბობოხიძემ უმრავლესობის წევრ გიორგი ვოლსკის მოუწოდა, შეახსენოს საზოგადოებას, რომ “შაბათობები” საქართველოში უკვე 20 წელიწადია სავალდებულო არ არის.
“ჩვენ 15 ნოემბერს საპროტესტო აქცია გვაქვს საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით. კომუნისტების დროში ჩარჩენილმა ზოგიერთმა თქვენმა გამგებელმა “შაბათობები” გამოაცხადა და მინდა მათ შევახსენო, რომ “შაბათობები” უკვე 20 წელიწადია საქართველოში სავალდებულო არ არის. თუ ვინმე “შაბათობაზე” გამოვა, ბრწყინვალე იდეაა და რატომ დაამთხვიეს მაინც და მაინც ამ შაბათს, არ ვიცი. ვინმემ არ გაბედოს და სავალდებულო არ გახადოს თავიანთი ჭკუით ეს ლენინური “შაბათობა”. ის გამგებლები რომ ძველ დროში არიან ჩარჩენილები, ეს ვიცი”, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ. ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებას გამოეხმაურა გია ვოლსკი, რომელმაც აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია, რა “შაბათობაზეა” საუბარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები