მეტეხის ხიდს 100 ათასი მოწამის სახელი დაერქმევა
მეტეხის ხიდს დღეიდან 100 ათასი მოწამის სახელი დაერქმევა – ამის შესახებ პარაკლისის დაწყებამდე დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა. წმინდა 100 ათასი მოწამის პატივის მისაგებად ხიდზე უამრავი ადამიანი შეიკრიბა. ისინი იქ ყვავილებითა და სანთლებით მივიდნენ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სასულიერო პირებთან ერთად ხიდზე პარაკლისი გადაიხადა და შეკრებილი მრევლი, სრულიად საქართველო დალოცა. პარაკლისზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად, ასევე, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ზაზა გაბუნია იმყოფებოდა.