12-ვე თვითმმართველ ქალაქში მერი, სავარაუდოდ, 40-პროცენტიანი ბარიერით აირჩევა

  საქართველოს თორმეტივე თვითმმართველ ქალაქში მერი, სავარაუდოდ, 40-პროცენტიანი ბარიერით აირჩევა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზურაბ ტყემალაძემ პრემიერ-მინისტრსა და მმართველი გუნდის წევრებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
“სხვა საკითხებთან ერთად, ბუნებრივია, საუბარი შეეხო 40-პროცენტიანი ბარიერის თემას. მინდა გითხრათ, რომ საქართველოში ყველა მერი 12-ვე ქალაქში, ნაცვლად მხოლოდ თბილისისა, არჩეული იქნება 40-პროცენტიანი ბარიერით. საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მაშინ, როცა კანონი ძალაში შევა, მაგრამ ეს არის დღევანდელი კონსულტაციების შედეგი. ამაზე უმრავლესობის დასტური მიღებულია”, – განაცხადა ტყემალაძემ.
მისივე თქმით, ამ  საკითხზე ოპოზიციასთანაც გაიმართება კონსულტაციები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები