დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში Korea-BSEC ICT Cooperation სემინარი ჩატარდა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში Korea-BSEC ICT Cooperation სემინარი ჩატარდა.
სამინისტროს ინფორმაციით, სემინარი კორეა-შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების თანამშრომლობით შედგა, რომელიც მიზნად ისახავს ელექტრონული მმართველობის სფეროში სამხრეთ კორეის გამოცდილების გაზიარებას.
სემიანრის მსვლელობისას ღონისძიების მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ეროვნულ საინფორმაციო პოლიტიკაზე, საინფორმაციო უსაფრთხოების საკითხებზე, საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებასა და კორეული მხარის დახმარებაზე საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სერვისებში.
სასწავლო პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა უწყების თანამშრომლებმა მიიღეს.
“ამ სფეროში სამხრეთ კორეის გამოცდილება არის უნიკალური, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა კორეული ეკონომიკის განვითარებაში. ეს გამოცდილება საქართველოს ბევრს შესძენს”, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის ხელომძღვანელმა იოსებ ნანობაშვილმა.
აღნიშნული სემინარი ერთდღიანია, სემინარს კორეიდან მოწვეული ექსპერტთა ჯგუფი უძღვებოდა.