თამარ ბერუჩაშვილის ქონებრივი დეკლარაცია – რა ქონებას ფლობს ახლადდანიშნული მინისტრი
ახლად დანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრს თამარ ბერუჩაშვილს ჰყავს მეუღლე რემა ღვამიჩავა და ორი შვილი – რუსუდან ღვამიჩავა და გიორგი ერაძე. როგორც მინისტრის ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, იგი გარდაბნის რაიონში, სოფელი წავკისში 1000.00 კვ.მ მიწის ფართობს ფლობს. თამარ ბერუჩაშვილი ნაღდი ფულის სახით ფლობს 4500 ევროს, მისი მეუღლე კი – 60000 დოლარს. ასევე ბერუჩაშვილს აქვს დაახლოებით 27097 დოლარის ოდენობის ანაბარი და სარგებლობს საბანკო კრედიტით. მეუღლე კი თბილისში, დავით აღმაშენებელის გამზრზე 99.00 კვ.მ ფართობის ბინის და 21.00 კვ.მ ფართობის ავტოფარეხის მფლობელია. ასევე მეუღლის მფლობელობაშია ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე 43.00 კვ.მ ფართობის ბინა. ამასთან, რემა ღვამიჩავა თბილისში, თრიალეთის ქუჩაზე 527.00 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის და თრიალეთის ქუჩაზე მდებარე 1717.94 კვ.მ ფართობის არასაცხოვრებელი ფართის 50 %-ს თანამესაკუთრესთან ერთად ფლობს.