თბილისის ბიუჯეტი – პედაგოგები მგზავრობისას შეღავათებით ისარგებლებენ

თბილისის 2015 წლის ბიუჯეტში სოციალური პროექტების დაფინანსება 168 542 800 ლარით, ხოლო ჯანდაცვის ღონისძიებები – 34 450 000 ლარით განისაზღვრა, რაც 8 მილიონი ლარით მეტია 2014 წლის გეგმურ მაჩვენებელთან შედარებით.
როგორც დღეს გამართულ ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტების პრეზენტაციისას თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, 2015 წელს დაიწყება ისეთი ახალი პროექტების განხორციელება, რომელიც წინა წლებში არ ფინანსდებოდა. მერის განმარტებით, 2015 წლის ძირითადი პროექტებია: პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენა – ბარათაშვილის, ზაჰესისა და სხვა ხიდების რეაბილიტაცია, 240 ბენეფიციარზე გათვლილი მიუსაფართა თავშესაფრის მშენებლობა. 5 200 000 ლარით გაიზრდება ავარიული შენობების გამაგრება და, ჯამში, 18 500 000 ლარს შეადგენს. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენისთვის დაიხარჯება 60 120 000 ლარი, მრავალსართულიანი ავტოსადგომის მშენებლობისთვის კი – 3 500 000 ლარი. 32 მილიონი ლარით გაიზრდება რაიონული გამგეობების ბიუჯეტი, რომლითაც ინფრასტრუქტურული და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტების დაფინანსდება. დღვანდელ პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იქნა ინოვაციური მუნიციპალური პროექტები. ინოვაციური მუნიციპალური პროექტების განხორციელებაზე 2 500 000 ლარი დაიხარჯება, მათ შორის დაპროექტდება სამგორი-ვაზისუბნის საბაგიროს გზა. 2015 წელს დაფინანსდება აღნიშნული საბაგირო გზის მშენებლობისთვის კვლევის ჩატარება და პროექტირების სამუშაოები. დაიწყება პროექტი „QR კოდები – თბილისი“. თბილისის მასშტაბით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და მნიშვნელოვანი არქიტექტურული ნაგებობების QR კოდებით აღჭურვა. QR კოდებით აღიჭურვება 300 ერთეული ისტორიული ძეგლი და არქიტექტურული ნაგებობა. დაიწყება პროექტი „თბილისის მწვანე ქუჩა“. პროექტი მიზნად ისახავს თბილისის ერთ-ერთი ქუჩის შერჩევას და მის განსაკუთრებულ „მწვანე“ სტატუსით პროექტირებას, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს სპეციალურად შერჩეული ხეების დარგვას, მიმდებარე ინფრასტრუქტურის „გამწვანებას“ (ფასადები, ტროტუარები, მზის ბატარეებზე გარე განათება და სხვა) და ქუჩის საინფორმაციო ციფრული ტექნოლოგიური მოწყობილობებით აღჭურვას ჰაერის დაბინძურების გაზომვის მიზნით. ასევე დაიწყება პროექტი „ენერგოეფექტური მუნიციპალური შენობა“. მერის განმარტებით, პროექტი პილოტურია და მოიცავს შენობის კარკასის ენერგოეფექტურ თბოიზოლაციას – ენერგოეფექტური, თანამედროვე გათბობისა და წყალმომარაგების სისტემათა ინსტალაციას და განათების ენერგოეფექტური სისტემის ინსტალაციას. „განსხვავებით წინა წლებისგან, 2015 წლის ბიუჯეტი იქნება უფრო მეტად გამჭვირვალე, მთელი რიგი პროექტებისთვის იარსებებს შეფასების ინდიკატორები, რომელიც საშუალებას მოგვცემს, გავაანალიზოთ პროგრამის შედეგები შესრულების ყველა ეტაპზე“, – განაცხადა დავით ნარმანიამ. მისივე ინფორმაციით, დაიწყება C ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის საჭირო კვლევების დაფინანსების პროგრამა – 1 400 000 ლარი. პროგრამის მიზანი: ქ. თბილისში რეგისტრირებული C ჰეპატიტით დაავადებული პირებისათვის სამკურნალო ღონისძიებების ჩატარებისა და მედიკამენტებზე შეღავათით სარგებლობის მისაღებად აუცილებელი დაავადების სტადიის განსასაზღვრი გამოკვლევების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. განხორციელდება ლეიკემიითა და სხვა ონკოჰემატოლოგიური დაავადებული პაციენტების (0-დან 25 წლამდე ასაკის) ოპერაციული მკურნალობის პროგრამა – 4 000 000 ლარი. პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია 0-დან 25 წლამდე ასაკის ონკოჰემატოლოგიური დაავადებების (მწვავე ლეიკემია, ქრონიკული მიელოიდური ლეიკემია, იუვენური მიელომონოციტარული ლეიკემია, არა-ჰოჯკინის ლიმფომა, ჰოჯკინის ლიმფომა, მიელოდისპლაზიური სინდრომი, აპლასტიური ანემია, ჰისტიოციტოზი) მქონე ბენეფიციარების, რომლებიც საჭიროებენ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას, ოპერაციული მკურნალობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. დაიწყება სოციალურად დაუცველი 18 წლამდე მკვეთრად და მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარების პროგრამა – 800 000 ლარი. პროგრამით მოსარგებლე პირები: სოციალურად დაუცველი 0-150 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე 18 წლამდე მკვეთრად და მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. განხორციელდება სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირების დახმარების პროგრამა – 1 000 000 ლარი. პროგრამის მიზანი: სოციალურად დაუცველი 150 000 და დაბალი ქულის მქონე მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირების მატერიალური დახმარება. დაიწყება სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე ერთჯერადი 500-ლარიანი დახმარების პროგრამა – 1 000 000 ლარი. პროგრამის მიზანი: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 100 000 და დაბალი სარეიტინგო ქულით დარეგისტირებული ოჯახებისათვის მატერიალური დახმარების გაწევით ეკონომიური მდომარეობის გაუმჯობესება, დემოგრაფიულ პროცესებში ბუნებრივი ნამატის პრიორიტეტულობის ნიშნით სიტუაციის გამოსწორება. დაიწყება პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მოხდება სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსება – 950 000 ლარი. პროგრამის მიზანი: გადამზადება მუნიციპალური სერვისების მიწოდებაში. დაიწყება მიუსაფართა თავშესაფრის მოვლა-პატრონობის პროგრამა – 1 200 000 ლარი. პროგრამის მიზანი: თბილისში მოსკოვის პროსპექტზე არსებულ თავშესაფარში მცხოვრები მიუსაფარი პირების უზრუნველყოფა. გაორმაგდება სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარება. ნაცვლად 25 ლარისა, რასაც იღებდნენ სოციალურად დაუცველი ოჯახები, თითოეულ ბავშვზე, მიიღებენ 50 ლარს. ჯამური ბიუჯეტი – 7 მილიონი ლარი. 5 მილიონი ლარით გაიზრდება თბილისის მუნიციპალიტეტის გამგეობების მიერ სოციალურად დაუცველი პირების დაფინანსება. ამ მიმართულებით, ნაცვლად 2014 წელს გამოყოფილი 9 მილიონისა, 2015 წელს 14 მილიონი ლარი დაიხარჯება. 3 500 000 ლარით გაიზრდება უფასო სასადილოებით ბენეფიციართა მომსახურების თანხა. ყველა ის ბენეფიციარი, ვინც მიმდინარე და გასულ წლებში სარეზერვო სიებში იყვნენ შეყვანილები, გადავლენ ძირითად სიაში და მიიღებენ მომსახურებას. ჯამური ბიუჯეტი – 13 700 000 ლარი. 700 000 ლარით გაიზრდება სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სერვისების მიწოდება (უფასო სწავლება მოსწავლე ახალგაზრდობის სახლებში, ხელოვნების სკოლებში, სპორტულ სკოლებსა და საცურაო აუზებში). ჯამური ბიუჯეტი – 4 000 000 ლარი. გაიზრდება ავარიული საცხოვრებელი სახლებში მცხოვრები მოსახლეობის კომპენსაცია. ჯამში ამ მიმართულებით 3 600 000 ლარი დაიხარჯება. 5 000 000 ლარით გაიზრდება გამწვანების ღონისძიებები. 2015 წელს დაიწყება დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაციის პროექტი. აგრეთვე, მასობრივი გამწვანების ღონისძიებები განხორციელდება რამდენიმე სპეციალურად შერჩეულ ადგილზე. ჯამში 2015 წელს აღნიშნულ ღონისძიებებზე 20 000 000 ლარი დაიხარჯება. 8 მილიონი ლარით გაიზრდება საბავშვო ბაგა-ბაღების პროგრამა, რომლისთვისაც ჯამში 85 მილიონი ლარი გამოიყოფა. დაიწყება 8 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომლისთვისაც 2015 წლის ბიუჯეტში 20 მილიონი ლარია გათვალისწინებული. კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურული პროექტები 238 000 000 ლარით დაფინანსდება. 5 000 000 ლარით გაიზრდება საინჟინრო ნაგებობების მშენებლობა-აღდგენა-რეაბილიტაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები