როგორი ამინდი იქნება უახლოესი დღეების განმავლობაში – გრძელვადიანი პროგნოზი

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კვირის ბოლომდე თბილი და უნალექო ამინდები შენარჩუნდება, – ამის შესახებ “კვირას“ „გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
გვაზავას თქმით, დასავლეთ საქართველოში კოლხეთის დაბლობზე, სანაპირო რაიონებში ჰაერის ტემპერატურა დღისით 20 -24 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი 14 -15 გრადუსამდე გათბება. რაც შეეხება მაღალმთიან რაიონებს, გვაზავას თქმით, ღამის საათებში ყინვაა მოსალოდნელი. “მაღალმთიან რაიონებში ღამის საათებში ყინვაა მოსალოდნელი, დღისით გუდაურსა და სტეფანწმინდაში ჰაერის ტემპერატურა 14 გრადუსს მიაღწევს. საქართველოში კვირის ბოლომდე ნალექი მოსალოდნელი არ არის“, – აღნიშნავს დოდო გვაზავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები